ყველიანი მაკარონი - ,,მაკენ'ჩიზ"
არ მეგულება ამერიკული ოჯახი, რომ ,,მაკენ'ჩიზი" არ უყვარდეს. ჩემი შტატებში ცხოვრების გამოცდილებით, ამ უგემრიელეს კერძს ამზადებენ ყოველ დღე თუ არა კვირაში ერთხელ მაინც. ვიცი, რომ ყველიანი მაკარონი საქართველოშიც ძალიან პოპულარულია, ამიტომ გთავაზობთ ,,მაკენ'ჩიზის" კლასიკურ რეცეპტს და იმედი მაქვს, რომ ის მალე გახდება თქვენი და თქვენი ოჯახის საყვარელი კერძი.
ინგრედიენტები
მომზადება
,,მაკენ'ჩიზ"-ის მოსამზადებლად გაამზადეთ 2 საშუალო ზომის ქვაბი. პირველ ქვაბში აადუღეთ წყალი, მოაყარეთ ოდნავ მარილი და მოხარშეთ მაკარონი 10-12 წუთი.
მეორე ქვაბში ჯერ გაადნეთ კარაქი, მოაყარეთ ფქვილი და 1 წუთი მოშუშეთ. ნელნელა დაუმატეთ რძე და ბოლოს ყველი. როდესაც მიიღებთ ერთიან მასას, ჩააყარეთ მაკარონი და კარგად მოურიეთ. დაამატეთ მარილი და პილპილი გემოვნებით.
სურვილისამებრ, შეგიძიათ ყველიანი მაკარონი გადაიტანოთ ცეცხლგამძლე ჭურჭელში და მობრაწოთ ზედაპირი.
გაუზიარეთ მთელ ოჯახს და გემრიელად მიირთვით!